თეგებით ძიება

"დიდ უსამართლობად მიმაჩნია პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმარ სააკაშვილად მოხსენიება" - ბოკუჩავა ხაზარაძის განცხადებაზე

"ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რე თინა ბო­კუ­ჩა­ვა აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით, კო­ა­ლი­ცია „ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დე­რის, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბა დიდ უსა­მარ­თლო­ბად მი­აჩ­ნია.

მისი თქმით, ოპო­ზი­ცი­ა­ში ბზა­რე­ბის გა­ჩე­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის უპირ­ვე­ლე­სი ამო­ცა­ნაა.

"დიდ უსა­მარ­თლო­ბად მი­მაჩ­ნია პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლის პა­ტი­მარ სა­ა­კაშ­ვი­ლად მოხ­სე­ნი­ე­ბა, მისი სა­სა­მარ­თლო­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლის უფ­ლე­ბა კი პრი­ვი­ლე­გი­ად, მა­შინ რო­დე­საც ის სწო­რედ იმ სა­სა­მარ­თლოს მი­ე­რაა და­ტყვე­ვე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც მი­ტა­ცე­ბულ არ­ჩევ­ნებს ივა­ნიშ­ვილს უფორ­მებს, რო­მელ­მაც მე­ხუ­თე პრე­ზი­დენტს იმ­პიჩ­მენ­ტი მო­უ­წყო და რო­მელ­საც არა ერთი ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რის­თვის გა­მო­უ­ტა­ნია პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ნა­ჩე­ნი.

ოპო­ზი­ცი­ა­ში ბზა­რე­ბის გა­ჩე­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის უპირ­ვე­ლე­სი ამო­ცა­ნაა დღეს, რად­გან იცის, რომ ერ­თი­ა­ნი ოპო­ზი­ცი­ის პი­რო­ბებ­ში მი­ტა­ცე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ვერ მი­ი­ღებს ლე­გი­ტი­მა­ცი­ას ვერც ქვეყ­ნის შიგ­ნით და ვერც ქვეყ­ნის გა­რეთ. სწო­რედ ამი­ტომ, ჩვე­ნი ვა­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წი­ნა­შე, ვი­საც ივა­ნიშ­ვილ­მა არ­ჩე­ვა­ნი მოჰ­პა­რა და რომ­ლე­ბიც ჩვენ­გან ერ­თი­ა­ნი ძა­ლე­ბით გა­მარ­ჯვე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას ელი­ან, ყვე­ლა­ზე მე­ტად ამ ერ­თო­ბას გა­ვუფრ­თხილ­დეთ" - გა­ნა­ცხა­და ბო­კუ­ჩა­ვამ.

ცნო­ბის­თვის, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე გუ­შინ, გა­მო­კი­თხვის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და: "აქ ორი სტან­დარ­ტია, რო­დე­საც პა­ტი­მა­რი მი­ხელ სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­მო­დის და საათ-ნა­ხე­ვა­რი აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა ისა­უბ­როს ყვე­ლა თე­მა­ზე, მე­ო­რე ოთახ­ში, თურ­მე მე და სხვას არ აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ვი­სა­უბ­როთ იმ თე­მებ­ზე, რაც ქვე­ყა­ნას აწუ­ხებს (არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მე სხვა თე­მებს არ შევ­ხე­ბი­ვარ)“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა