თეგებით ძიება

ტემპერატურა +18 +20 გრადუსამდე მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

როგორია ამინდებია მოსალოდნელი კვირის ბოლომდე საქართველოში - თემაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა, დოდო გვაზავამ "პრაიმტაიმთან“ ისაუბრა.

"საქართველოში ეს კვირა, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 7-8 ნოემბრიდან, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს და გამოიდარებს, თუმცა ღამით, ტემპერატურა დაიკლებს და მინიმალური ტემპერატურა, 3-დან 5 გრადუსამდე იქნება. ხოლო მთიან რაიონებში, ყინვაა მოსალოდნელი, -8 -დან -13 გრადუსამდე, დღისით კი ტემპერატურა +18 +20 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს რაც შეეხება, ღამის ტემპერატურა იკლებს და -6 -7 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით 15 გრადუსამდეა მოსალოდნელი, უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება 11-12 ნოემბრამდე“,- განაცხადა დოდო გვაზავამ. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა