თეგებით ძიება

მოლდოვასა და საქართველოში მოხდა არაერთი თავდასხმა დემოკრატიაზე - ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე გამოსვლისას საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე გააკეთა კომენტარი. ემანუელ მაკრონმა, დამკვირვებლების შეფასებებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ საარჩევნო კამპანიის დროს და კენჭისყრის დღეს სერიოზული დარღვევები დაფიქსირდა.

"დემოკრატიის ევროპული მოდელი ასევე არის განსახილველი საკითხი. მოლდოვასა და საქართველოში მოხდა არაერთი თავდასხმა დემოკრატიაზე: კიბერშეტევები, ამომრჩევლების მოსყიდვა, მანიპულირება. ეს ყველა დამკვირვებელმა აღნიშნა. მინდა მივულოცო მაია სანდუს ხელახალი არჩევა და ასევე იმედი მაქვს, რომ საქართველო გააძლიერებს თავის ევროპულ არჩევანს და თავის დემოკრატიულ მოდელს". - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

მანამდე ვაიმარის სამკუთხედის წარმომადგენლებმა (საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი და პოლონეთის პრემიერი) ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც გამოხატეს შეშფოთება საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა