თეგებით ძიება

ზელენსკის განცხადებით, პუტინთან დათმობაზე წასვლა უკრაინისთვის მიუღებელია და ევროპისთვის კი თვითმკვლელობაა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საკუთარი ტერიტორიის რაიმე დათმობაზე წასვლის იდეა მიუღებელია. 

ზელენსკის თქმით, ჩრდილოეთ კორეა ახლა, ფაქტობრივად, ომს აწარმოებს ევროპაში.

ზელენსკიმ ივლისში ბრიტანეთში გამართული ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ისაუბრა და თქვა, რომ „უკრაინული მიწების პუტინისთვის დათმობის აუცილებლობაზე საუბრები იყო“. 

"ზოგიერთი აქ მყოფი მტკიცედ ემხრობოდა, რომ უკრაინა პუტინთან დათმობებზე უნდა წასულიყო, ეს მიუღებელია უკრაინისთვის და თვითმკვლელობაა მთელი ევროპისთვის“, - აცხადებს ზელენსკი. 

ამასთან, ზელენსკის თქმით, ცნებამ „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ არაერთხელ დაამტკიცა თავისი რეალიზმი და ეფექტურობა.

ინფორმაციისთვის, ზელენსკი ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე სიტყვით გამოვიდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა