თეგებით ძიება
07. 11. 2024 მსოფლიო

რუსეთის საოკუპაციო არმიამ ზაპოროჟიეზე მორიგი შეტევა მიიტანა - არის მსხვერპლი

რუსეთის საოკუპაციო არმიამ ზაპოროჟიეზე მორიგი შეტევა მიიტანა - არის მსხვერპლი.

რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის ინფორმაციით, მტერმა ხუთი დარტყმა მიაყენა საცხოვრებელ კვარტალს, მათ შორის, საავადმყოფოს შენობას, რომლის ნაწილიც დაზიანდა. დანგრეულია სახლები.

მტერმა ხუთი დარტყმა მიაყენა. სამწუხაროდ, საცხოვრებელ კორპუსებს და ჰოსპიტალს მოხვდა. არიან დაჭრილები, ნგრევის მასშტაბები დადგენილია", - წერს ის.

არსებული ინფორმაციით დაღუპულია ერთი ადამიანი, დაშავებულია ათი - მათ შორის ერთი წლის ბავშვი. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა