თეგებით ძიება

“ქართული ოცნების” ორთვიანმა დანაშაულებრივმა საარჩევნო კამპანიამ იმაზე დიდი ზიანი მიაყენა სავალუტო რეზერვებს, ვიდრე პანდემიამ“ - რომან გოცირიძე

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს სავალუტო რეზერვები რეკორდული მოცულობით შემირდა და ამის აღდგენას წლები დასჭირდება.

გამართლდა ჩვენი ვარაუდი. გამოქვეყნდა ოფიციალური სტატისტიკა. ეროვნულმა ბანკმა მხოლოდ ოქტომბრის თვეში 630 მილიონი დოლარის ოდენობის უცხოური ვალუტის რეზერვები დაკარგა. სექტემბერში რეზერვების მოცულობა შეადგენდა 4,71 მილიარდ დოლარს, ოქტომბრის ბოლოს კი 4,08 მილარდ დოლარამდე შემცირდა. 

ასევე სწორი გამოდგა ჩვენი პროგნოზი, რომ ეროვნულმა ბანკმა სექტემბერ-ოქტომბრის თვეში არნახული ოდენობის დოლარები გაყიდა. უკვე შეგვიძლია  ზუსტად ვთქვათ, რომ მისი ოდენობა 740 მილიონი დოლარია. ოფიციალურად ამას ეროვნული ბანკი მხოლოდ 25 ნოემბერში გამოაცხადებს. 

“ქართული ოცნების” ორთვიანმა დანაშაულებრივმა საარჩევნო კამპანიამ იმაზე დიდი ზიანი მიაყენა სავალუტო რეზერვებს, ვიდრე პანდემიამ. მის აღდგენას მრავალი წელი დასჭირდება. 

თუ 2023 წლის აგვისტოს თვეში ქვეყნის უცხოური ვალუტის რეზერვები იყო 5,44 მილიარდი დოლარი, დღეისათვის, როგორც ვნახეთ, არის 4,08 მილიარდი, ანუ ერთ წელიწადზე ოდნავ მეტ პერიოდში იგი 1,36 მილიარდი დოლარით შემცირდა და კრიტიკულ ზღვარს მნიშვნელოვნად ჩამოსცდა. ამ მოცულობის რეზერვები, საგარეო გადახდების მოცულობასთან შედარებით,  BB რეიტინგის მქონე არცერთ ქვეყანას არა აქვს. მალე დღის წესრიგში ამ რეიტინგის გადახედვის საკითხიც დადგება - წერს გოცირიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა