თეგებით ძიება
07. 11. 2024 მსოფლიო

ამერიკელი ხალხი იმსახურებს ხელისუფლების მშვიდობიან და მოწესრიგებულ გადაცემას - არ შეიძლება შენი ქვეყანა გიყვარდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც იმარჯვებ - ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკელი ხალხი იმსახურებს ხელისუფლების მშვიდობიან და მოწესრიგებულ გადაცემას.

„ხალხი ხმას აძლევს და ირჩევს თავის ლიდერებს და ისინი ამას მშვიდობიანად აკეთებენ. ჩვენ დემოკრატიაში ვართ. ხალხის ნება ყოველთვის იმარჯვებს“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

„გუშინ მე ვესაუბრე არჩეულ პრეზიდენტს [დონალდ ტრამპს], მივულოცე მას გამარჯვება და დავარწმუნე ის, რომ ჩემს ადმინისტრაციას მივმართავ იმუშაოს მის გუნდთან ხელისუფლების მშვიდობიანი და მოწესრიგებული გადაცემისთვის. სწორედ ამას იმსახურებს ამერიკელი ხალხი“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, მას ესმის, რომ არჩევნების შედეგთან დაკავშირებით განსხვავებული გრძნობები იქნება, მაგრამ მნიშვნელოვანია „მივიღოთ იმ არჩევანს, რომელიც ქვეყანამ გააკეთა“.

„არ შეიძლება შენი ქვეყანა გიყვარდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც იმარჯვებ“, - დასძინა მან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა