თეგებით ძიება
07. 11. 2024 მსოფლიო

ჩვენ გვჭირდება საკმარისი რაოდენობის იარაღი და არა მხარდაჭერა მოლაპარაკებებში - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდ ზელენსკიმ პარტნიორებს მოუწოდა, უკრაინას მეტი იარაღი მიაწოდონ და არა აგრესორთან მოლაპარაკებებისკენ უბიძგონ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

„ჩვენ თავს ვიცავთ არა რუსეთის სიტყვებისგან, არამედ რუსეთის თავდასხმებისგან. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება საკმარისი რაოდენობის იარაღი და არა მხარდაჭერა მოლაპარაკებებში“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

„ომი უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. უკრაინა მადლიერია ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერისთვის, ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი კონსტრუქციული იდეისთვის, რათა მივაღწიოთ სამართლიან მშვიდობას ჩვენი ქვეყნისთვის. მაგრამ უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს რა უნდა იყოს და რა არ უნდა იყოს დღის წესრიგში ამ ომის დასასრულებლად“, - დასძინა მან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა