თეგებით ძიება

"დღეს ჩვენ არ გვაქვს კომუნიკაცია საქართველოს ხელისუფლებასთან, ვთვლი, რომ ეს ძალიან ცუდია" - უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაცია არ აქვთ, რაც მისი თქმით ძალიან ცუდია. ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ქვეყნებს შორის წარსულში არსებული ძლიერი ურთიერთობები აღდგება. ამის შესახებ ბუდაპეშტში მყოფმა უკრაინის ლიდერმა "მთავარ არხთან" ისაუბრა

"საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობაზე საუბარს 5 წუთზე მეტი სჭირდება. ის მრავალ წელს ითვლის.მე მჯერა, რომ ჩვენ გვექნება ძალიან ძლიერი ურთიერთობები. ჩვენ გვქონდა ეს და გვექნება მომავალშიც. მე ამაში დარწმუნებული ვარ. უკრაინელი ხალხი ძალიან მადლიერია ქართველი ხალხის, რომელმაც ამ ომის დაწყებისთანავე დიდი მხარდაჭერა გამოიჩინა და ჩვენც ყოველთვის პატივს ვცემდით და მხარს ვუჭერდით საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ვფიქრობ, ძალიან დასანანია, რომ დღეს ჩვენ არა გვაქვს ურთიერთობა საქართველოს მთავრობასთან. მე ვთვლი, რომ ეს ძალიან ცუდია. - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკი და აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძესთან კომუნიკაცია ბუდაპეშტში მიმდინარე ღონისძიებების დროსაც არ ჰქონია.

"კობახიძესთან კომუნიკაცია არ გვქონია. არ მინდა რომ მოგატყუოთ."


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა