თეგებით ძიება

"გიჟური თავდადების შედეგად 60 000 ლარი შეგროვდა" - რას წერს რეჟისორი დებზე, რომლებიც ავტომობილის დაჯახების დროს მძიმედ დაშავდნენ და დახმარება ესაჭიროებათ

ავა­რი­ის შე­დე­გად და­შა­ვე­ბულ დებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბათ. ინ­ფორ­მა­ცია ოჯახ­მა და ახ­ლობ­ლებ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლეს.

რე­ჟი­სო­რი სან­დრო ელოშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი თან­ხის შეგ­რო­ვე­ბის პრო­ცეს­ში, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბით 60 ათა­სი ლარი შე­აგ­რო­ვა და გო­გო­ნე­ბის დე­დას გა­და­უ­რი­ცხა.

"ყვე­ლა­ზე ზღაპ­რულ 12 სა­ათ­ზე უნდა მო­გიყ­ვეთ... დი­ლით მე­გო­ბარ­მა გა­მი­ზი­ა­რა ასე­თი ამ­ბა­ვი! უმ­ტკივ­ნე­უ­ლე­სი ის­ტო­რი­აა... ექ­სკურ­სი­ა­ზე ორ ან­გე­ლოზს, 15 და 8 წლის ნი­ა­კოს და თა­თუ­ლის ერთი თვის წინ და­ე­ჯა­ხათ ავ­ტო­მო­ბი­ლი და მას მერე მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბით პა­ტა­რე­ბის­თვის სი­ცო­ცხლის­თვის და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის იბ­რძო­და მთე­ლი ქარ­თუ­ლი მე­დი­ცი­ნა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი იაშ­ვი­ლი­სა და ნიუ ჰოს­პი­ტა­ლის კლი­ნი­კე­ბი.

მაგ­რამ ახლა დად­გა დრო, რო­დე­საც გო­გო­ნებს ხან­გრძლი­ვი და საკ­მა­ოდ რთუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი სჭირ­დე­ბათ სა­ზღვარ­გა­რეთ.რა თქმა უნდა ეს ყვე­ლა­ფე­რი დიდ ხარ­ჯებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და ამი­ტო­მაც გთხო­ვეთ დი­ლით გვერ­დში დგო­მა... ცუდი გა­მოც­დი­ლე­ბით, სხვის ან­გა­რიშს არ ვდებ ხოლ­მე, ამი­ტო­მაც ჩემი ან­გა­რი­შე­ბი მი­ვუ­თი­თე და თან ქალ­ბა­ტონ სო­ფოს და­ვუ­კავ­შირ­დი, ჩვე­ნი პა­ტა­რა მე­გობ­რე­ბის არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ დე­დას და დიდსუ­ლო­ვან ქალ­ბა­ტონს.

მთე­ლი დღე ვუ­მა­ლავ­დი თან­ხას და 00:00 ზე ერ­თი­ა­ნად, ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი გი­ჟუ­რი თავ­და­დე­ბის და უზო­მოდ დიდი სიყ­ვა­რუ­ლის შე­დე­გად 60 000 (!!!) 60 000 (!!!) 60 000 (!!!) ლარი ჩა­ვუ­რი­ცხე... და ამ დროს ისე­თი რამ მოხ­და, მარ­თლა რომ ხვდე­ბი, ღმერ­თმა შექ­მნა ეს სამ­ყა­რო და ადა­მი­ა­ნი თა­ვის ხა­ტად... ქალ­ბა­ტო­ნი სოფო 1000 ლარს მი­რი­ცხავს და მე­უბ­ნე­ბა, გთხოვთ, არ შე­მე­წი­ნა­აღ­მდე­გოთ, ნუ და­მა­ფი­ცე­ბი­ნებთ შვი­ლებს და ეს თხოვ­ნა შე­მის­რუ­ლეთ, მო­ძებ­ნეთ ბავ­შვე­ბი, რომ­ლებ­საც ახლა ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბათ გვერ­დში დგო­მა და ეს სა­ჩუ­ქა­რი გა­უ­კე­თეთ მზის გო­გო­ნე­ბის­გან...

ჰოდა მივ­ხვდი, მზე რომ ანა­თებს და ათ­ბობს, ისე­თი ოჯა­ხია ხოდა ღმერ­თს ვთხოვ და მზის გო­გო­ნებს, ახლა ყვე­ლა­ზე დიდი სას­წა­უ­ლი მო­ახ­დი­ნონ ნა­თელ­მა გა­ი­მარ­ჯვოს ბნელ­ზე!ყვე­ლა სი­ახ­ლეს დავ­წერ ხოლ­მე ბავ­შვებ­ზე! წარ­მო­უდ­გენ­ლად დიდი მად­ლო­ბა! უბედ­ნი­ე­რე­სი და­ვი­ძი­ნებ, ზუს­ტად ვიცი რომ არას­დროს გა­მი­ჭირ­დე­ბა, რო­დე­საც თქვენ არ­სე­ბობთ, მა­ნამ­დე კი... მზის გო­გო­ნებს გა­უ­მარ­ჯოთ!გაგ­ვი­ნა­თე­ბენ და გაგ­ვით­ბო­ბენ დარ­ჩე­ნილ ცხოვ­რე­ბას!" - წერს ელოშ­ვი­ლი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა