თეგებით ძიება

"მივიღე სამართლიანი გადაწყვეტილება, ჩემს სინდისზე და სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით" - თეთრიწყაროს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა

მი­ვი­ღე სა­მარ­თლი­ა­ნი, კა­ნო­ნი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ჩემი სინ­დი­სი­სა და მხა­რე­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით! - ამის შე­სა­ხებ თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ვლა­დი­მერ ხუ­ჭუა აცხა­დებს.

"მი­ვი­ღე სა­მარ­თლი­ა­ნი, კა­ნო­ნი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ჩემი სინ­დი­სი­სა და მხა­რე­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით! ურ­ყე­ვად მჯე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი სა­მარ­თლის უზე­ნა­ე­სო­ბის გან­მტკი­ცე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი!“ - გა­ნუ­ცხა­და „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ვლა­დი­მერ ხუ­ჭუ­ამ.

ცნო­ბის­თვის, თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ 4 ნო­ემ­ბერს წალ­კი­სა და თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 30 უბ­ნის სა­არ­ჩევ­ნო შე­დე­გე­ბი გა­უქ­მე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. ექ­სპე­რი­მენ­ტი სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში მო­სა­მარ­თლე ვლა­დი­მერ ხუ­ჭუ­ას ინი­ცი­ა­ტი­ვით ჩა­ტარ­და, რი­თაც და­დას­ტურ­და, რომ ხმის მი­ცე­მის დროს ამომ­რჩევ­ლის ნე­ბის ფა­რუ­ლო­ბა ირ­ღვე­ო­და. 7 ნო­ემ­ბერს კი რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ გა­ა­უქ­მა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა