თეგებით ძიება
08. 11. 2024 მსოფლიო

კაცობრიობას ელოდება 21-ე საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი მზის დაბნელება - როდის მოხდება და საიდან იქნება შესაძლებელი მისთვის თვალის დევნება?

2027 წლის 2 აგ­ვის­ტოს სამ­ყა­რო 21-ე სა­უ­კუ­ნის ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვი სა­უ­კუ­ნის დაბ­ნე­ლე­ბის მომსწრე გახ­დე­ბა - მოვ­ლე­ნა ყვე­ლა­ზე ხი­ლუ­ლი იქ­ნე­ბა ჩრდი­ლო­ეთ აფ­რი­კის რე­გი­ონ­ში და მის და­ნახ­ვას 90 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი შეძ­ლებს. მას უკვე "სა­უ­კუ­ნის დაბ­ნე­ლე­ბას" უწო­დე­ბენ.

თუ ამ წლის და­სა­წყის­ში მზის სრუ­ლი დაბ­ნე­ლე­ბის პიკი ოთხი წუთი და 28 წამი იყო, "ჩრდი­ლო­ეთ აფ­რი­კის დიდი დაბ­ნე­ლე­ბის" დროს ახა­ლი მთვა­რე მზეს სრუ­ლი ექ­ვსი წუ­თი­სა და 23 წა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ფა­რავს.

იგი ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნი­დან და­ი­წყე­ბა, გა­ივ­ლის გიბ­რალ­ტა­რის სრუ­ტეს და სა­ბო­ლო­ოდ მო­ი­ცავს სამ­ხრეთ ეს­პა­ნეთს, გიბ­რალ­ტარ­სა და მა­რო­კოს.

მისი და­ნახ­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა შემ­დე­გი ქა­ლა­ქე­ბი­დან: კა­დი­ზი ეს­პა­ნეთ­ში (2 წუთი 47 წამი), ტან­ჟე­რი (4 წუთი 48 წამი), ორა­ნი (5 წუთი და 6 წამი), კერ­კე­ნას კუნ­ძუ­ლე­ბი (5 წუთი და 42 წამი). ), სივა (5 წუთი 29 წამი) და ლუქ­სო­რი (6 წუთი 22 წამი).


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა