თეგებით ძიება

"თუ ვინმე დაამტკიცებს, რომ ჯანსაღი მოვლენაა, როცა ქალს შეუძლია ჩაეწეროს კაცად, ან კაცი ჩაეწეროს ქალად, მაშინ კი ბატონო, გავაუქმოთ კანონი" - პრემიერი

არის ევ­რო­კავ­ში­რის არა­ერ­თი წევ­რი ქვე­ყა­ნა, სა­დაც ქალს შე­უძ­ლია გა­და­ე­წე­როს კა­ცად, ან კაცი შე­იძ­ლე­ბა გა­და­ე­წე­როს - თუ ვინ­მეს და­ამ­ტკი­ცებს, რომ ეს არის ჯან­სა­ღი მოვ­ლე­ნა, შე­მიძ­ლია ხვალ წარ­მო­ვიდ­გი­ნო სა­კუ­თა­რი თავი მა­გა­ლი­თად, რო­მე­ლი­მე ცხო­ვე­ლად და რა­ტომ არ უნდა ჩა­ვე­წე­რო ასე­თად?! ამ დო­ნის აბ­სურ­დზეა სა­უ­ბა­რი, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ოჯა­ხუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბი­სა და არას­რულ­წლო­ვან­თა დაც­ვის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი ჯან­სა­ღია და ქალს უნდა ერ­ქვას ქალი, კაცს კი - კაცი.

"ოჯა­ხუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბი­სა და არას­რულ­წლო­ვან­თა დაც­ვის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი არის უმარ­ტი­ვე­სი და სი­ნამ­დვი­ლე­ში ერ­თა­დერთ რა­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ უნდა წარ­მო­ებ­დეს ლგბტ პრო­პა­გან­და. ქალს უნდა ერ­ქვას ქალი, კაცს უნდა ერ­ქვას კაცი. არის ევ­რო­კავ­ში­რის არა­ერ­თი წევ­რი ქვე­ყა­ნა, სა­დაც ქალს შე­უძ­ლია მი­ვი­დეს სა­ჯა­რო რე­ესტრში თუ სა­მო­ქა­ლა­ქო რე­ესტრში და შე­უძ­ლია გა­და­ე­წე­როს კა­ცად, ან კაცი შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­დეს რე­ესტრში და შე­იძ­ლე­ბა გა­და­ე­წე­როს ქა­ლად. ეს არის ჩვენ­თვის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი. ეს არის ერთი პუნ­ქტი, რა­საც ეხე­ბა ეს კა­ნო­ნი. თუ ვინ­მე და­ამ­ტკი­ცებს, რომ ეს არის ჯან­სა­ღი მოვ­ლე­ნა, რომ ქალი რომ ხარ შე­გიძ­ლია მიხ­ვი­დე და ჩა­ე­წე­რო კა­ცად, ან კაცი რომ ხარ შე­გიძ­ლია ჩა­ე­წე­რო ქა­ლად, მა­შინ კი ბა­ტო­ნო, გა­ვა­უქ­მოთ ეს კა­ნო­ნი.

თუ ამას დაგ­ვიმ­ტკი­ცე­ბენ, რომ ეს არის ჯან­სა­ღი მოვ­ლე­ნა, შე­მიძ­ლია ხვალ წარ­მო­ვიდ­გი­ნო სა­კუ­თა­რი თავი მა­გა­ლი­თად, რო­მე­ლი­მე ცხო­ვე­ლად და რა­ტომ არ უნდა ჩა­ვე­წე­რო ასე­თად?! ან რა­ტომ არ უნდა გა­უქ­მდეს ჩემი რო­გორც ადა­მი­ა­ნის რე­გის­ტრა­ცია, ხომ?! ამ დო­ნის აბ­სურ­დზეა სა­უ­ბა­რი.

ასე­ვე სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ ბავ­შვებ­ში არ შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­ებ­დეს ლგბტ პრო­პა­გან­და, არ შე­იძ­ლე­ბა ეს მოხ­დეს სა­ბავ­შვო ბა­ღებ­ში და სკო­ლებ­ში, არ შე­იძ­ლე­ბა ტე­ლე­ვი­ზია, მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლგბტ პრო­პა­გან­დის­თვის. ჩვე­ნი აზ­რით, ეს არის ჯან­სა­ღი კა­ნო­ნი თუ ვინ­მე დაგ­ვიმ­ტკი­ცებს, რომ სა­პი­რის­პი­რო რამე არის ჯან­სა­ღი, კი ბა­ტო­ნო, ვიმ­სჯე­ლოთ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მაგ­რამ ზო­გა­დად, სა­ზო­გა­დო­ე­ბა როცა ამ ყვე­ლა­ფერს უყუ­რებს, მე არ მგო­ნია, რომ კარ­გი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა რჩე­ბო­დეს. არ შე­იძ­ლე­ბა ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რე­ბი მოგ­ვი­წო­დებ­დნენ ამას, რომ ქალი ქალი არ არის და კაცი კაცი არ არის“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა