როგორი ამინდი გველის 9-11 ნოემბერს - გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის პროგნოზს აქვეყნებს
გარემოს ეროვნული სააგენტო 9-11 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 12 ნოემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი.
„თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 +19 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +18 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +18 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +19 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +16 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.