თეგებით ძიება

"პროკურატურაში გამოკითხვაზე არ მივალ" - ირაკლი კუპრაძე

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე გენერალურ პროკურატურას უნდობლობას უცხადებს და "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, რომ გამოკითხვაზე არ მივა.

პროკურატურაში დამიბარეს დღეს. ეს არის ერთგვარი გაგრძელება "ქართული ოცნების"  პოლიტიკის, რომ თითქოსდა სიმულაციურ გამოძიებას ქმნიან, რომლის მოთხოვნილებაც არსებობს იმ უმძიმესი დარღვევების ფონზე, რაც საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით გამოაშკარავდა და ცდილობენ, რომ საერთაშორისო გამოძიების ნაცვლად, ივანიშვილის პროკურატურამ ჩაატაროს გამოძიება, რომელსაც არ ვენდობი. პროკურატურას შესაბამისი პასუხი დავუბრუნე და ვუთხარი, რომ არ ვენდობი პროკურატურას და პროკურატურაში გამოკითხვაზე უარს ვაცხადებ, თუმცა თუ სავალდებულო წესით მიმართავენ სასამართლოს, მაგისტრ მოსამართლესთან გამოვიკითხები, - ამბობს ირაკლი კუპრაძე. 

ცნობისთვის, დღეს, 8 ნოემბერს, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები - საბა ბუაძე და ირაკლი კუპრაძე, ასევე კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრი - თენგო თევზაძე და "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.   


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა