თეგებით ძიება
09. 11. 2024 მსოფლიო

ზელენსკისა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარში ილონ მასკიც მონაწილეობდა - მედია

უკ­რა­ი­ნის დახ­მა­რე­ბას ბოლო ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ტრამპსა და ზე­ლენ­სკის შო­რის პი­რა­დი სა­უბ­რე­ბი გარ­კვე­ულ­წი­ლად უფრო იმე­დის­მომ­ცე­მი იყო უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის­თვის, - ამის შე­სა­ხებ გა­მო­ცე­მა Axios ორ წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ­ლე­ბიც ტრამპსა და ზე­ლენ­სკის შო­რის 6 ნო­ემ­ბრის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის დე­ტა­ლებს იც­ნო­ბენ.

წყა­რო­ე­ბის ცნო­ბით, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი­სა და აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტად არ­ჩე­ულ დო­ნალდ ტრამპს შო­რის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი და­ახ­ლო­ე­ბით 25 წუთს გაგ­რძელ­და. ზე­ლენ­სკიმ ტრამპს არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბა მი­უ­ლო­ცა, ხოლო ტრამპმა აღ­ნიშ­ნა, რომ უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რას გა­აგ­რძე­ლებს, თუმ­ცა დე­ტა­ლებ­ში არ შე­სუ­ლა.

წყა­რო­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზე­ლენ­სკიმ ჩათ­ვა­ლა, რომ სა­უ­ბარ­მა კარ­გად ჩა­ი­ა­რა და ტრამ­პის გა­მარ­ჯვე­ბა­ზე აღელ­ვე­ბა არ გა­უზ­რდია. ერთ-ერთი წყა­როს ცნო­ბით, ტრამ­პთან სა­უ­ბარ­მა „ზე­ლენ­სკი სა­სო­წარ­კვე­თის გრძნო­ბით არ და­ტო­ვა“.

ერთ-ერთი წყა­როს ცნო­ბით, ზე­ლენ­სკიმ პო­ზი­ტი­ურ ნიშ­ნად ჩათ­ვა­ლა თა­ვად ის ფაქ­ტიც, რომ დო­ნალდ ტრამ­პის არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ მათი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი ასე მალე შედ­გა.

წყა­რო­ე­ბის ასე­ვე აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ზე­ლენ­სკი­სა და ტრამპს შო­რის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბარ­ში ილონ მას­კიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რო­მელ­მაც უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი და­არ­წმუ­ნა, რომ Starlink სა­ტე­ლი­ტე­ბით გა­აგ­რძე­ლებს უკ­რა­ი­ნის დახ­მა­რე­ბას.

გა­მო­ცე­მა აღ­ნიშ­ნავს, რომ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის ჯო ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცია ახლა გზებს ეძებს, რომ უკ­რა­ი­ნას რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბა მი­ა­წო­დოს 20 იან­ვრამ­დე, რო­დე­საც ტრამ­პის ინა­უ­გუ­რა­ცია შედ­გე­ბა. ამავდრო­უ­ლად, წყა­რო­ე­ბის ცნო­ბით, ბოლო ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ტრამპსა და ზე­ლენ­სკის, ისე­ვე რო­გორც მათ გუნ­დებს შო­რის, პი­რა­დი სა­უბ­რე­ბი გარ­კვე­ულ­წი­ლად უფრო იმე­დის­მომ­ცე­მი იყო უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის­თვის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა