თეგებით ძიება

ტრამპის მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა ქართველებსაც შეეხებათ - ექსპერტი

ტრამპის მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა ქართველებსაც შეეხებათ, - ამის შესახებ"ჯეოქეისის" ეკონომიკური მიმართულების მკვლევარმა, გურამ ბააკაშვილმა bm.ge-სთან განაცხადა.

როგორც ცნობილია, მილიარდერი დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებები მასობრივ დეპორტაციასაც შეეხებოდა. ის ამბობდა, რომ ამერიკაში არალეგალურად მცხოვრები პირების მასობრივ დეპორტაციას დაიწყებდა და ეს იქნებოდა ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი დეპორტაცია.

მკვლევარი დარწმუნებულია, რომ 47-ე პრეზიდენტი საიმიგრაციო პოლიტიკას გაამკაცრებს. ის ელის, რომ პროცესი 1-2 წლის შემდეგ დაიწყება. გურამ ბააკაშვილის ვარაუდით, თავიდან შეერთებული შტატები ახალი მიგრანტების შესვლის პროცესს გაამკაცრებს, შემდეგ კი იქ მყოფი არალეგალების დეპორტაციას დაიწყებს.

"ქართველებიც, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეები, შეგვიძლია, ორ კატეგორიად გავყოთ. ბევრია, რომელიც არალეგალურად მუშაობს და არალეგალური გზით შევიდა ამერიკაში და არსებობენ ქართველები, რომლებიც პროცესებს ლეგალურად ახორციელებენ. განსხვავება არის სამუშაო ვიზების გაცემის საკითხი, რადგან, შეიძლება, არალეგალურად შეაღწიონ, მაგრამ გავლენა დასაქმება გაუჭირდეთ. ეს არის ის, რასაც ტრამპი გეგმავს. ერთი არის შეღწევა, მეორეა არალეგალურად დასაქმება, რამდენად მარტივი იქნება იმ სამუშაო ვიზების მოპოვება, რომლითაც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში მუშაობა სურთ", - განაცხადა მან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა