რუსებმა უიარაღო უკრაინელი მებრძოლი დახვრიტეს - უკრაინის ომბუდსმენი
რუსმა სამხედროებმა დაჭრილი შეუიარაღებელი უკრაინელი მებრძოლი დახვრიტეს - ამის შესახებ უკრაინის ომბუდსმენი, დმიტრო ლუბინეცი Telegram-ში წერს.
"ოკუპანტების ცინიზმსა და სისასტიკეს ზღვარი არ აქვს! რუსებმა შეუიარაღებელი უკრაინელი მებრძოლი დახვრიტეს" ეს არის ჟენევის კონვენციისა, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, ომის წარმოების წესების უხეში დარღვევა" – წერს ომბუდსმენი.
დახვრეტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში ვრცელდება.
ომბუდსმენმა შესაბამისი საჩივრით წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტსა და გაეროს მიმართა.