ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 1-ის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა!
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული სენტ-ეტიენის ფეხბურთელი, ზურიკო დავითაშვილი ლიგა 1-ის ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
მას კონკურენციას უწევდნენ პარი სენ-ჟერმენის შემტევი ბრედლი ბარკოლა და ლილის მეკარე ლუკას შევალიე.
ცნობისთვის, ზურიკო დავითაშვილი ტოპ ლიგების ოქტომბრის თვის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა და მისი გოლი „ოსერის“ წინააღმდეგ, ლიგა 1-ის ოქტომბრის 5 საუკეთესო გოლს შორისაც დასახელდა.
23 წლის შემტევი „ბორდოდან“ „სენტ-ეტიენში“ მიმდინარე წლის ზაფხულში გადავიდა, რის შემდეგაც, საფრანგეთის უმაღლეს საფეხბურთო ლიგაში მისი დებიუტი შედგა.