თეგებით ძიება

ცესკომ საიას, "ძლიერი საქართველოსა" და "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" საჩივრები არ დააკმაყოფილა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საიას, "ძლიერი საქართველოსა" და "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" საჩივრები არ დააკმაყოფილა.

საარჩევნო ადმინისტრაციაში განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა," "ძლიერი საქართველო" და საია 73-ვე ოლქის შედეგების გაბათილებას ითხოვდნენ. სხდომაზე განიხილეს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" საჩივარი, ორგანიზაციას ძირითადი აქცენტი ფარულობის პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით ჰქონდა.

"ჩვენი სამართლებრივი მტკიცება არის ასეთი - ის, რომ ერთი ადამიანის შემთხვევაში მაინც ჰქონდა ფარულობის პრინციპის დარღვევას ადგილი და ერთგვაროვანი იყო მთელი საარჩევნო პროცედურა, ეს იძლევა განზოგადების შესაძლებლობასა და იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ფარულობის პრინციპის დარღვევით ჩატარდა არჩევნები. ანუ ერთი ამგვარი ფაქტის არსებობა უკვე პრობლემაა იმ საკანონმდებლო ნორმებიდან გამომდინარე, რაც არაერთხელ ვახსენე", - განაცხადა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" წევრმა, ტატა ჭანკვეტაძემ.

საპასუხოდ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ფარულობის პრინციპი არ დარღვეულა. მისი თქმით, შეუძლებელია დადგინდეს ბიულეტენზე გამოჟონილი მარკერით ხმის ფარულობის პრინციპის დარღვევა.

"უკანა მხარეს კვალი თუ გამოჟონვა აპრიორი [ნიშნავდა] ადამიანმა თუ რომელ სუბიექტს მისცა ხმა, ამას აქვს ძალიან ბევრი ახსნა. ჩარჩო ფორმის სათანადოდ გამოყენების შემთხვევაში, შეუძლებელი იყო, სულ რომ ბიულეტენზე კვალი ყოფილიყო, მაგრამ, კვალის იდენტიფიცირების შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულ სუბიექტს მიეცა ხმა", - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა