თეგებით ძიება

თუ ბინას მშენებარე კორპუსში ყიდულობთ, ეს რჩევები დაგჭირდებათ - ნახეთ ადვოკატის რეკომენდაციები

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება დაუმთავრებელ კორპუსში ბინის შეძენისას - ამის შესახებ ცნობილი ადვოკატი ვახტანგ მაჭავარიანი საუბრობს:

"პირველ რიგში გადაამოწმეთ საჯარო რეესტრის ამონაწერი და დარწმუნდით, რომ ასაშენებელი ობიექტი ნამდვილად გამყიდველს ეკუთვნის. მიაქცით ყურადღება, როდის განახლდა ამონაწერი, რაც მოგცემთ საშუალებას, დაინახოთ, დღესათვის ვის საკუთრებას წარმოადგენს კონკრეტული ობიექტი. აქვს თუ არა ქონების გასხვისების უფლება, რა შეზღუდვები და ვალდებულებები გააჩნიათ. იმ შემთხვევაში, თუ გაშლაა გაკეთებულია, ესე იგი ასაშენებელი კორპუსი განაწილებულია ბინების მიხედვით, ამონაწერი განაახლეთ ტქვენი ბინის საკადასტრო კოდით. გაარკვიეთ, როგორ ფინანსდება და დაზღვეულია თუ არა მშნებლობა. დარწმუნდით, რომ მშნებებლობის ნებართვა შესაბამისი დროით არის გაცემული, მშენებლობა კანონიერია და სამშენებლო დარღვევების გამო შეჩერება არ ემუქრება.

არის ასეთი ვებგვერდი, tas.geდა თუ შეხვალთ მასზე, რუკაზე შეიყვანთ საკადასტრო კოდს და თავად ნახავთ ყველაფერს მშენებლობის შესახებ.გამყიდველი თუ იურიდიული პირია (მაგალითად, შპს), შეამოწმეთ ამ შპს-ს ამონაწერი. ნახეთ, ვინ არიან მეწილეები და რა მდგომარეობა აქვთ მათ. ამას მარტივად, სამეწარმეო საქმიანობის ვებგვერდიდან შეძლებთ.

მას შემდეგ, რაც დარწმუნდებით, რომ მშენებლობა პერსპექტიულია, დგება ხელშეკრულების გაფორმების დრო. ხელშეკრულება დაცვის მთავარი მექანიზმია და ამომწურავად უნდა პასუხობდეს თქვენსავე ინტერესებს. ყურადღება მიაქციეთ ყველა ნიუანსს, რადგან ეს შეიძლება გადამწყვეტი გახდეს დავის წარმოქმნის შემთხვევაში. მიზარშეწონილია, შესაძენი ობიექტის საფასური გადაიხადოთ გრაფიკის მიხედვით და ეს გრაფიკი მშენებლობის გრაფიკს დაუკავშიროთ. განსაზღვრეთ, რომ თანხის გადახდა განხორციელდეს მშენებლობის დინამიკიდან გამომდინარე. აშენების გრაფიკის დარღვევისა და შეუსრულებლი ვალდებულებებისათვის განსზღვრეთ ჯარიმა ან პირსაგამტეხლო.

და ბოლოს, თუ დარწმუნებული ხართ, რომ პირობებს თქვენვე არ დაარღვევთ, შეთანხმებაში მიუთითეთ, რომ დავის შემთხვევაში, საქმეს განიხილავს საარბიტრაჟო სასამართლო, რათა დრო, რესურსი და რაც მთავარია, თქვენი ნერვები დაზოგოთ", - ამბობს ვახტანგ მაჭავარიანი.

მშობლები


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა