თეგებით ძიება

ვიწყებთ ქალაქის პარალიზებას - საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა მტკვრის ორივე მხარე გადაკეტეს

დღეს "დაიტოვე" დგამს პირველ ნაბიჯს სახალხო პროტესტისკენ და დღეიდან ჩვენ ვიწყებთ ქალაქის პარალიზებას, - ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა განაცხადა, რომლის მონაწილეები თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ხიდისკენ მსვლელობას მართავენ.

აქციის მონაწილეებმა ამ წუთებში მტკვრის ორივე სანაპირო სრულად გადაკეტეს. მოქალაქეებს აქ მობილიური ტელეფონს ფანრები აქვთ ანთებული. მათ ასევე თან აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშებიც.

ქუჩაში გამოსული მოქალაქეები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ მათ პროტესტის და ბრძოლის გარდა სხვა გზა აღარ დაუტოვა. ისინი ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა