აქციის მონაწილეებმა „რუმსთან“ გადაინაცვლეს, სადაც 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია ოპოზიციურ პარტიებს ხვდება
აქციის მონაწილეებმა, რომლებიც დილიდან ორბელიანის სასახლესთან იყვნენ შეკრებილი, სასტუმრო „რუმსთან“ გადაინაცვლეს, სადაც ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდება.
აქციის მონაწილეებს ადგილზე ევროკავშირისა და საქართველოს დროშები აქვთ მიტანილი, ასევე ბანერები წარწერებით: „მადლობა“, „სანქციები ივანიშვილის“.
აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მიზანია, ევროპელ პოლიტიკოსებს დაანახონ, რომ ქართული საზოგადოება 26-ს ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.
ცნობისთვის, აქციაზე იმყოფებიან „კოალიცია ცვლილებისთვის“, ორგანიზაცია „დაიტოვეს“ წევრები და მოქალაქეები.