თეგებით ძიება

ოკუპირებულ აფხაზეთში "მრავალფუნქციური კომპლექსების" შესახებ კანონპროექტი დაამტკიცეს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მეორე, საბოლოო მოსმენით, დამტკიცდა კანონპროექტი "მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების შესახებ". ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს.

ტელეგრამის არხებით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, "მრავალფუნქციური კომპლექსების" ცნების საკანონმდებლო განმარტება წინ უსწრებს "რუსეთ-აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმების" რატიფიცირებას, რასაც ოპოზიცია ეწინააღმდეგება.

დღეს 11 ნოემბერს დამტკიცებულ დოკუმენტში მითითებულია:

"მრავალფუნქციური კომპლექსი არასაცხოვრებელი ქონებრივი კომპლექსია, რომელიც შედგება ერთი ან მეტი არასაცხოვრებელი შენობისგან, რომელიც შედგება სხვადასხვა ფუნქციონალური მიზნებისათვის განკუთვნილი. მხოლოდ არასაცხოვრებელ ფართებისგან. მრავალფუნქციურ კომპლექსში დაიშვება ოფისების, სავაჭრო, სპორტული, საგამოფენო, საგანმანათლებლო და სხვა არასაცხოვრებელი ფართების განთავსება".

როგორც რადიო თავისუფლება წერს, ე.წ კანონპროექტის დამტკიცებამდე "დეპუტატმა" ზაურ ხუტაბამ დოკუმენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა: “ჩემი მოსაზრება ასეთია: ვერ იქნები მრავალფუნქციური კომპლექსის მომხრე და აპარტამენტების მოწინააღმდეგე“.

აპარტამენტების მშენებლობის „კანონპროექტი“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტიდან ივლისში გაიწვიეს. 

გაწვეული კანონპროექტი ითვალისწინებდა: აპარტოტელებისა და აპარტამენტების მშენებლობას 150 ჰექტარ ფართობზე; საპილოტო პროექტის ფარგლებში სასტუმროს ნომრის ტიპის 10 ათასი ბინის მშენებლობას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა