თეგებით ძიება

გვარამია აცხადებდა, რომ მას ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, თუმცა იმკურნალა და დაძლია - ირკვევა, რომ არავითარი პრობლემები არ მოუგვარებია - ირაკლი კობახიძე

გვარამია აცხადებდა, რომ მას ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, თუმცა იმკურნალა და დაძლია ეს მდგომარეობა. ირკვევა, რომ ... აბსოლუტურად სერიოზულად ვგულისხმობ - რეალურად გაირკვა, რომ არავითარი პრობლემები არ მოუგვარებია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარტია „ახალის“ლიდერთან, ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით განუცხადა.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ ზოგადად ოპოზიციის განცხადებებზეც ისაუბრა, რომლის თანახმად, ბარიერგადალახული პარტიები ახალი მოწვევის პარლამენტში არ შევლენ.

„თქვენ გახსოვთ, ოთხი წლის წინ მათ ჰქონდათ იგივე მცდელობა და გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს იმიტომ, რომ მაშინ ჩვენ გავხდით იძულებული გარე ჩარევის გამო, რომ შევსულიყავით მოლაპარაკებებში, ხელი მოგვეწერა 19 აპრილის შეთანხმებაზე. ახლა მათ ამის რესურსიც არ აქვთ, შესაბამისად, ძალიან მარტივად წარიმართება ეს პროცესები. ცესკო-ს მხრიდან უახლოეს მომავალში შეჯამდება არჩევნების შედეგები, შემდეგ გაიმართება თვის ბოლომდე პარლამენტის პირველი შეკრება და ამის შემდეგ, რამდენიმე დღეში დამტკიცდება მთავრობის ახალი შემადგენლობა. დიდი ალბათობით, შეიძლება თვის ბოლომდეც კი მოესწროს ეს ყველაფერი. ძალიან მშვიდად წარიმართება ეს პროცესები“, -განაცხადა კობახიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა