დიახ, გლობალური ომის პარტია არსებობს და ეს გლობალური ომის პარტია რუსეთია - როთი
"გლობალური ომის პარტია რუსეთი და რუსული იმპერიალიზმია" - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთიმ საქართველოში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
მე სრულად ვეთანხმები მმართველ პარტიას, რომელიც აკრიტიკებს გლობალური ომის პარტიას. დიახ, გლობალური ომის პარტია არსებობს და ეს გლობალური ომის პარტია არა მხოლოდ საქართველოს და ქართველ ხალხს, არამედ პოლონეთს, ბულგარეთს, ბალტიის ქვეყნებს ემუქრება და ეს გლობალური ომის პარტია რუსეთია და რუსული იმპერიალიზმი.
ჩვენ ვიცით დაზუსტებით, რომ თუ უკრაინა არ გაიმარჯვებს და არ იქნება დემოკრატიული ქვეყანა, შემდეგი იქნება საქართველო, სომხეთი, ბალტიის ქვეყნები. ჩვენი ბრძოლა არის ერთობლივი ბრძოლა რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ. თუ თქვენ გაიმარჯვებთ, ჩვენც გავიმარჯვებთ. თუ თქვენ გადარჩებით, გადარჩება ევროკავშირიც. სწორედ ამიტომ ვართ დღეს ჩვენ აქ. სოლიდარობამ უნდა გაგვაერთიანოს", - ამბობს მიხაელ როთი.