თეგებით ძიება

“მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი უვიზო რეჟიმის შეჩერების, მაგრამ პოზიცია შევიცვალე“ - მიხაილ როთი

“ევ­რო­კავ­შირ­ში ბევ­რი მთავ­რო­ბა და არა ყვე­ლა, უკვე გა­ნი­ხი­ლავს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მის შე­ჩე­რე­ბას - მე კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი ვი­ყა­ვი უვი­ზო რე­ჟი­მის შე­ჩე­რე­ბის, მაგ­რამ პო­ზი­ცია შე­ვიც­ვა­ლე. ეს არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­სტრუ­მენ­ტი, რაც გვაქვს, რათა თბი­ლისს მი­ვა­წო­დოთ მკა­ფიო გზავ­ნი­ლი, შე­წყვი­ტოს ეს ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პო­ლი­ტი­კა!“ - ამის შე­სა­ხებ გერ­მა­ნი­ის პარ­ლა­მენ­ტის (ბუნ­დეს­ტა­გის) სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე მი­ხა­ილ როთი ტე­ლე­კომ­პა­ნია “პა­ლიტ­რა­ნი­უს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებს.

რო­გორც როთი აღ­ნიშ­ნავს, არ შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლომ ორ სამ­ყა­რო­ში იცხოვ­როს.

“გა­იხ­სე­ნეთ, როცა თქვენ­თან ბოლო ინ­ტერ­ვიუ გვქონ­და, მე კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი ვი­ყა­ვი უვი­ზო რე­ჟი­მის შე­ჩე­რე­ბის, მაგ­რამ პო­ზი­ცია შე­ვიც­ვა­ლე და ეს მი­ჭირს. ვიცი, რომ ამის­თვის ჩემ­მა მე­გობ­რებ­მაც ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ფასი უნდა გა­და­ი­ხა­დონ, მაგ­რამ ეს არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­სტრუ­მენ­ტი, რაც გვაქვს ჩვე­ნი მხრი­დან, რათა თბი­ლისს მი­ვა­წო­დოთ მკა­ფიო გზავ­ნი­ლი - შე­წყვი­ტოს ეს ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პო­ლი­ტი­კა. დაბ­რუნ­დით გზა­ზე. და­ახ­ლო­ე­ბით ეს ქვე­ყა­ნა ევ­რო­კავ­შირ­თან. ჩვენ გეხ­მა­რე­ბით, მხარს გი­ჭერთ. ამ მთავ­რო­ბამ უნდა გა­და­ი­ხა­დოს ფასი. ამი­ტო­მაც დიდი იმე­დი მაქვს, რომ ჩვენ შეგ­ვიძ­ლია თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ ასე­თი ვი­თა­რე­ბა, რად­გან ვიცი, რომ ევ­რო­კავ­შირ­ში ბევ­რი მთავ­რო­ბა და არა ყვე­ლა, უკვე გა­ნი­ხი­ლავს უფა­სო სა­ვი­ზო რე­ჟი­მის შე­ჩე­რე­ბას.

არ ვე­ლო­დი ამ მოვ­ლე­ნებს, მაგ­რამ თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­და­წყვეტს (და ეს ლე­გი­ტი­მუ­რია), ჩვენ რუ­სულ ცხოვ­რე­ბას ვა­ნი­ჭებთ უპი­რა­ტე­სო­ბა­სო, პა­ტი­ვი უნდა ვცეთ, მაგ­რამ თქვენ არ შე­გიძ­ლი­ათ იცხოვ­როთ ორ სამ­ყა­რო­ში. ეს არის სერ­ბუ­ლი გზა. სერ­ბე­თის ლი­დე­რი, ბა­ტო­ნი ვუ­ჩი­ტი ეუბ­ნე­ბა თა­ვის ხალ­ხს, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ორი­ვე გვქონ­დეს. ჩვენ ძა­ლი­ან მჭიდ­რო ის­ტო­რი­უ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რე­ბი გვაქვს რუ­სეთ­თან, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ ფულს ბრი­უ­სე­ლი­დან და გერ­მა­ნუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი­დან ვი­ღებთ. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში. თუ მმარ­თვე­ლი პარ­ტია მკი­თხავს, ვე­ტყვი, მე­გობ­რე­ბო, სერ­ბუ­ლი მო­დე­ლი არ არის წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი,“ - გა­ნა­ცხა­და როთ­მა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა