თეგებით ძიება

აფხაზეთში ე.წ. ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა კოდორის ხიდი განბლოკეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა კოდორის ხიდზე მოძრაობის განბლოკვა მოახერხეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ძალოვანი უწყებების“ წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის ხიდთან დაპირისპირება მოხდა.

ამჟამად სოხუმის სამი ხიდიდან დაბლოკილი რჩება ორი ხიდი - გუმისთას ზედა და ქვედა ხიდები.

საპროტესტო აქციები სოხუმში 11 ნოემბრის საღამოს მას შემდეგ დაიწყო, რაც ე.წ. პარლამენტმა მიიღო კანონი „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“, რომელიც რუსეთთან ინვესტიციების შესახებ ე.წ. მთავრობათაშორისი შეთანხმების ზოგიერთ კონცეფციას არეგულირებს. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საუბარია აფხაზეთში ბინების რუსეთისთვის მიყიდვაზე და დოკუმენტის რატიფიცირებას ეწინააღმდეგება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა