თეგებით ძიება
12. 11. 2024 სპორტი

სანიოლისადმი ინტერესს ძალიან ბევრი ნაკრები და კლუბი იჩენდა - ალექსანდრე იაშვილი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა კომენტარი გააკეთეს ვილი სანიოლთან გაფორმებულ ახალ კონტრაქტზე, რომლის მიხედვითაც ფრანგი სპეციალისტი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2028 წლამდე იმუშავებს.

ლევან კობიაშვილი – „მოხარულები ვართ, რომ ვილი სანიოლთან ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება. მასთან ერთად საქართველოს ნაკრებს ნაყოფიერი პერიოდი აქვს და ბევრ წარმატებას მიაღწია. მინდა, ვილის მადლობა გადავუხადო და დარწმუნებული ვარ, მომავალში ერთად კიდევ მეტ წარმატებას მიაღწევს“.

ალექსანდრე იაშვილი: „მიხარია, რომ ვილი სანიოლთან ახალი კონტრაქტის გაფორმება შევძელით. მის მიმართ ინტერესს ძალიან ბევრი ნაკრები და კლუბი იჩენდა. ვილისთან ერთად დიდი და წარმატებული გზა გავიარეთ. ჩვენი მიზანია, რომ მომავალში ერთად უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ“.

ახალი კონტრაქტის თანახმად, ფრანგი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებში 2028 წლის ჩათვლით იმუშავებს. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა უეფა-ს ერთა ლიგის C დივიზიონში გაიმარჯვა და B ლიგაში დაწინაურდა, ისტორიაში პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე და ევრო 2024-ის საუკეთესო 16 გუნდში მოხვდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა