თეგებით ძიება

სავარაუდოდ, იანვრის დასაწყისში პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება - ირაკლი კობახიძე

"მშვი­დად, წყნა­რად გრძელ­დე­ბა პრო­ცე­სე­ბი - და­ნარ­ჩე­ნი, რის დად­გმა­საც ახლა ოპო­ზი­ცია ცდი­ლობს, არის ქა­რიშ­ხა­ლი ჭი­ქა­ში", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

კი­თხვა­ზე იმის შე­სა­ხებ, რომ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი არ­ჩევ­ნე­ბის შე­საძ­ლო გა­ყალ­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე სა­კუ­თა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­საც­ნო­ბად ევ­რო­კავ­ში­რის ელჩს ხვდე­ბი­ან, კო­ბა­ხი­ძე ამ­ბობს, რომ "ეს ყვე­ლა­ფე­რი, რე­ა­ლუ­რად, ცა­რი­ე­ლი პი­ა­რია და სი­ნამ­დვი­ლე­ში ასეთ ფაქ­ტებს ვე­რა­ნა­ი­რი ეფექ­ტი ვერ ექ­ნე­ბა“.

"ყვე­ლა­ფე­რი არის მშვი­დად, წყნა­რად, შე­ჯამ­დე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი, აქე­დან მე­ა­თე დღეს გა­ი­მარ­თე­ბა პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა. ამის შემ­დეგ სა­პარ­ლა­მენ­ტო ცხოვ­რე­ბა და­ი­წყე­ბა. აქე­დან ძა­ლი­ან მა­ლე­ვე, სა­ვა­რა­უ­დოდ, იან­ვრის და­სა­წყის­ში პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა, შემ­დეგ შედ­გე­ბა პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცია.

ქვე­ყა­ნა ჩვე­უ­ლებ­რივ აგ­რძე­ლებს ცხოვ­რე­ბას. არა­ერ­თი პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ჩვე­ნი 4-წლი­ა­ნი პროგ­რა­მის შეს­რუ­ლე­ბას ვი­წყებთ. პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ვართ, რომ 4 წლის თავ­ზე შე­სა­ბა­მის ან­გა­რიშს ჩა­ვა­ბა­რებთ ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, მშვი­დად, წყნა­რად გრძელ­დე­ბა პრო­ცე­სე­ბი, და­ნარ­ჩე­ნი არის ქა­რიშ­ხა­ლი ჭი­ქა­ში, რის დად­გმა­საც ახლა ოპო­ზი­ცია ცდი­ლობს, არის ქა­რიშ­ხა­ლი ჭი­ქა­ში“,- გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა