თეგებით ძიება

"15 ნოემბერს, აფხაზეთში დიდი შეტაკება და წინააღმდეგობაა მოსალოდნელი" - აფხა­ზე­თის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე

აფხა­ზე­თის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის, ჯე­მალ გა­მა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, 15 ნო­ემ­ბერს, "მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი კომ­პლექ­სე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი სტა­ტუ­სის მო­წეს­რი­გე­ბის" შე­სა­ხებ ე.წ. კა­ნონპ­რო­ექ­ტის რა­ტი­ფი­კა­ცი­ი­სას, აფხა­ზეთ­ში "დიდი შე­ტა­კე­ბა და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბაა“ მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

რო­გორც ჯე­მალ გა­მა­ხა­რი­ამ გა­ნა­ცხა­და, ამ ეტაპ­ზე რთუ­ლია იმის თქმა, მოხ­დე­ბა თუ არა დო­კუ­მენ­ტის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა, თუმ­ცა თუ ასე იქ­ნე­ბა, გა­მა­ხა­რი­ას აზ­რით, ამას მი­ნი­მუმ, დე-ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტის, ას­ლან ბჟა­ნი­ას მიერ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­კარ­გვა მოჰ­ყვე­ბა.

"ასე­თი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა იშ­ვი­ა­თად მახ­სენ­დე­ბა, კა­ნო­ნის გა­ტა­ნის წინა დღე­ებ­ში რომ იყო, იმა­ზე დიდი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბაა ახლა. ვე­ლო­დე­ბი ძა­ლი­ან დიდ შე­ტა­კე­ბას, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას ზეგ, 15 ნო­ემ­ბერს. ძნე­ლია იმის თქმა, ეს მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა თუ არა, მაგ­რამ მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც, ამას გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სჭირ­დე­ბა. გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ეტაპ­ზეც დიდი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა იქ­ნე­ბა. დე-ფაქ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი მო­დის და ოპო­ზი­ცია ამას კარ­გად გა­მო­ი­ყე­ნებს. ოპო­ზი­ცია ბჟა­ნი­ას სთა­ვა­ზობს, არ­ჩევ­ნებს და­ე­ლო­დოს, რო­მე­ლიც მარ­ტში უნდა გა­ი­მარ­თოს და ამ პროგ­რა­მით გა­ვი­დეს არ­ჩევ­ნებ­ზე - კა­ნო­ნი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ, სა­კონ­სტი­ტუ­ციო კა­ნო­ნი, აპარ­ტა­მენ­ტე­ბი. ამით გა­მო­ვი­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე და თუ მხარ­და­ჭე­რას მი­ი­ღებს, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა შე­წყდე­ბა. ამი­ტომ, თუ ეს ყვე­ლა­ფე­რი მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, მი­ნი­მუმ მოხ­დე­ბა ის, რომ ბჟა­ნია ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­კარ­გავს. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ფონი ამ დო­კუ­მენ­ტებს გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებს. ჩვენ­თან რომ იდგა ახლა სა­კი­თხი - ევ­რო­პა თუ რუ­სე­თი, რაც ჩემი ღრმა რწმე­ნით მო­გო­ნი­ლი იყო და რე­ა­ლუ­რად არ იდგა, აქ, რე­ა­ლუ­რად დგას სა­კი­თხი ყოფ­ნა-არ ყოფ­ნის.

ყვე­ლა შე­თან­ხმე­ბა, კა­ნო­ნი, რა­საც რუ­სე­თის ზე­წო­ლით იღებს აფხა­ზე­თის დე-ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, მი­მარ­თუ­ლია ანექ­სი­ის­კენ. ერთი დიდი ნა­ბი­ჯი უნდა გა­და­იდ­გას კი­დევ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და ამას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა აფხა­ზუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და გა­მა­ხა­რი­ამ.

გარ­და ამი­სა, ჯე­მალ გა­მა­ხა­რი­ას თქმით, რუ­სულ მე­დი­ა­ში გარ­კვე­ვით იკი­თხე­ბა ღია მუ­ქა­რე­ბი აფხა­ზუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­მართ, რომ თუ ეს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გაგ­რძელ­დე­ბა, ის რუ­სე­თის მიერ იქ­ნე­ბა ჩახ­შო­ბი­ლი.

"აფხა­ზე­ბი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი კი არა, იმ პი­რო­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი არი­ან, რა პი­რო­ბე­ბი­თაც ისი­ნი შე­მო­დის. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ვი­თომ ვი­ღაც დიდ სი­კე­თეს გი­კე­თებთ, თქვენ წი­ნა­აღ­მდე­გი ხართ და რად­გან წი­ნა­აღ­მდე­გი ხართ, გსჯი­ან. მუ­ქა­რე­ბია [რუ­სულ მე­დი­ა­ში] - რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­უ­წო­დე­ბენ, რომ რა­ღაც ზო­მე­ბი მი­ი­ღოს ამ აბუნ­ტე­ბუ­ლი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ და ჩა­ა­ცხროს ეს ყვე­ლა­ფე­რი. გარ­კვე­ვით იკი­თხე­ბა ღია მუ­ქა­რე­ბი აფხა­ზუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­მართ, რომ ეს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა რუ­სე­თის მიერ იქ­ნე­ბა ჩახ­შო­ბი­ლი, თუ ეს ასე გაგ­რძელ­დე­ბა. კარ­გად ჩანს, ვის ინ­ტე­რე­სებ­შია ეს ე.წ. ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც აფხა­ზეთ­ში უნდა შე­მო­ვი­დეს და ამით ვი­თომ აშენ­დეს აფხა­ზე­თი, ცხოვ­რე­ბის დონე ამაღ­ლდე­ბა, ბი­უ­ჯე­ტი გა­იზ­რდე­ბა და ა.შ. ამას ია­რა­ღით და ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­ა­კე­თებს რუ­სე­თი - ამას­თან გვაქვს საქ­მე“,- გა­ნა­ცხა­და ჯე­მალ გა­მა­ხა­რი­ამ მე­დი­აჰოლ­დინგ "კვი­რა­ში“ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღა სო­ხუმ­ში მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ე.წ. პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო კა­ნო­ნი "მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი კომ­პლექ­სე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი სტა­ტუ­სის რე­გუ­ლი­რე­ბის შე­სა­ხებ“, რო­მე­ლიც რუ­სეთ­თან ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ ე.წ. მთავ­რო­ბა­თა­შო­რი­სი შე­თან­ხმე­ბის ზო­გი­ერთ კონ­ცეფ­ცი­ას არე­გუ­ლი­რებს. ოპო­ზი­ცია ამ­ტკი­ცებს, რომ სა­უ­ბა­რია აფხა­ზეთ­ში ბი­ნე­ბის რუ­სე­თის­თვის მი­ყიდ­ვა­ზე და დო­კუ­მენ­ტის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა.

ამას­თან, 11 ნო­ემ­ბერს სა­ღა­მოს ე.წ. პარ­ლა­მენ­ტის წევრთან შეხ­ლა-შე­მოხ­ლა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შემ­დეგ აფხა­ზე­თის "ოპო­ზი­ცი­ის“ ხუთი აქ­ტი­ვის­ტი და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა გუ­შინ, ხუთი და­კა­ვე­ბუ­ლი­დან სა­მის საქ­მე და­ი­ხუ­რა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა