ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს დღეს შეხვდებიან
ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და ახლადარჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ერთმანეთს დღეს, 13 ნოემბერს, თეთრ სახლში შეხვდებიან.
როგორც The Washington Post თეთრი სახლის პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება, მხარეები აუდიენციის დაწყებას ამერიკის დროით დილით, 11:00 საათზე გეგმავენ.