მელანია ტრამპი ჯილ ბაიდენთან ერთად ჩაის სმის ტრადიციულ ღონისძიებას, სავარაუდოდ, არ დაესწრება
„სიბიეს ნიუსის“ ცნობით, მელანია ტრამპი პირველ ლედისთან, ჯილ ბაიდენთან ერთად ჩაის სმის ტრადიციულ ღონისძიებას, სავარაუდოდ, არ დაესწრება.
ცნობისთვის, მელანია ტრამპი დონალდ ტრამპთან ერთად თეთრ სახლშია მიწვეული, თუმცა, მელანია ტრამპის ოფისმა დაადასტურა, რომ ის არ აპირებს ამჟამინდელ პირველ ლედისთან ჯილ ბაიდენთან შეხვედრას მაშინ, როდესაც ოვალურ კაბინეტში ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს უნდა შეხვდნენ.
„ქალბატონი ტრამპი თეთრ სახლში დღევანდელ შეხვედრას არ დაესწრება. მისი ქმრის დაბრუნება ოვალურ კაბინეტში გარდამავალი პროცესის დასაწყებად არის გამამხნევებელი და ის მას დიდ წარმატებებს უსურვებს“, - ნათქვამია X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.