თეგებით ძიება

დედამიწა სახიფათოდ გადახურებულია და კლიმატის ცვლილების ტემპი იზრდება - WMO-ს ანგარიში

დედამიწა სახიფათოდ გადახურებულია და კლიმატის ცვლილების ტემპი იზრდება - ამის შესახებ საუბარი მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ანგარიშშია, რომელიც კვლევის ავტორებმა ორშაბათს, გაეროს კლიმატის სამიტზე წარადგინეს.

WMO-ს 2024 წლის კლიმტის ანგარიშში ნათქვამია, რომ გასული ათწლეულის განმავლობაში, დედამიწაზე ტემპერატურა რეკორდულად თბილი იყო, როგორც ამას მეცნიერები ვარაუდობდნენ. კვლევის ავტორი, სილესტ საულო აღნიშნავს, რომ 30 წელზე მეტია, მეცნიერები გლობალურ დათბობაზე საუბრობენ, თუმცა გასაკვირი მხოლოდ ისაა, რამდენად ნელა რეაგირებს სამყარო.

მეტეოროლოგიური ორგანიზაციის კვლევა ევროკავშირის კლიმატის ცვლილების სერვისის, კოპერნიკუსის მონაცემთა ბაზებს ეყრდნობა. კოპერნიკუსის პროგნოზის თანახმად, 2024 წელი რეკორდულად ცხელი იქნება.

ბაქოში, COP29-ზე ექსპერტები უკვე აღნიშნავენ, რომ პრეინდუსტრიულ საშუალო ტემპერატურასთან შედარებით, ეს მაჩვენებელი უკვე გაიზარდა 1.3 გრადუსით. მათივე თქმით, პლანეტაზე ფიქსირდება უპრეცედენტო ზრდა ოკეანის ზედაპირის ტემპერატურის, ყინულის საფარის დნობის, გვალვისა და მწვავე წყალდიდობის შემთხვევების. კონფერენციის დამსწრეები ასევე შეთანხმდნენ, რომ პროგნოზი სავალალოა - მიუხედავად იმისა, რომ სათბურის აირების ემისიები ევროპის მასშტაბით მცირდება, გლობალურად ზრდის ტემპი კვლავ შენარჩუნებულია.

ათობით ქვეყნის დელეგაცია გაეროს კლიმატის სამიტზე ნახშიროჟანგის ემისიების ზრდისა და გლობალური დათბობის პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელებს.

2024 წლის ოქტომბერში ევროპის კონტინენტზე საშუალო ტემპერატურამ 10.83 გრადუსი შეადგინა, რაც 1.23-ით აღემატება 1991-2020 წლების საშუალოს.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა