თეგებით ძიება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბადრი ჯაფარიძის გამოკითხვა დასრულდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვა დასრულდა.

ბადრი ჯაფარიძე ორი საათის განმავლობაში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პროკურატურის შეკითხვებს პასუხობდა.

როგორც გამოკითხვის შემდეგ ჯაფარიძემ განაცხადა, გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია არჩევნების გაყალბების არაერთ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც 7 ნოემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში აქვთ თავმოყრილი და რომ მან საკუთარი თვალით ნახა მარნეულში სხვადასხვა საარჩევნო უბანზე გაყალბების არაერთი ფაქტი.

„ჩვენ მივუთითეთ იმ ინფორმაციაზე, რომელიც საჯაროდაც არის გავრცელებული. მივაწოდეთ ინფორმაცია, რომელიც გვაქვს. პროკურატურის ვალდებულებაა, ჩაატაროს სათანადო გამოძიება და შეაგროვოს მტკიცებულები.

კონკრეტული დარღვევები მდგომარეობს იმაში, რომ სარჩევნო უბნის წინ, უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი ამომრჩევლებზე ზემოქმედების მიზნით.

სასამართლოს, ასევე, მივაწოდე ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ხმის მიცემა ვადაგასული პასპორტით ხდებოდა, ამ მოვლენას მეც შევესწარი, ოღონდ საარჩევნო უბნის გარეთ. ასევე, მივაწოდე ინფორმაცია, რომლის თვითმხილველიც ვიყავი, როდესაც უბნიდან გამოაძევეს დამკვირვებელი და მან თქვა, რომ ხელით შეეხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს“,- აცხადებს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმის გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, რამდენიმე ოპოზიციონერი ლიდერი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი დაკითხა, მათ შორის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ნათია მეზვრიშვილი, საბა ბუაძე, თენგო თევზაძე, ლონდა თოლორაია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა