თეგებით ძიება

„უკ­რა­ი­ნა ჩემი ცხოვ­რე­ბი­ს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია, ჩემი მე­გობ­რე­ბია, ჩემი პა­ტა­რა ქა­ლიშ­ვი­ლია, უკ­რა­ი­ნე­ლი ჟას­მი­ნი…“ – რას წერს „ტელეგრაფი“ სააკაშვილის პირად ცხოვრებაზე?

„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და უკრაინელი პოლიტიკოსის მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრება ხშირად იწვევდა მზარდ ინტერესს. ირკვევა, რომ დაპატიმრებულ პოლიტიკოსს ოთხი შვილი ჰყავს“, – ამ შინაარსის სტატიას უკრაინული მედია „ტელეგრაფი“ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ აქვეყნებს.

„ტე­ლეგ­რაფ­მა“ გა­და­წყვი­ტა გა­ერ­კვია, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მემ­კვიდ­რე­ე­ბი და რა არის ცნო­ბი­ლი მათ შე­სა­ხებ ამჟამად. გამოცემამ რამდენიმე ფაქტი გაარკვია.

„ორი ვაჟი პირ­ვე­ლი ცო­ლის­გან და ორი უკა­ნო­ნო ქა­ლიშ­ვი­ლი: რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შვი­ლე­ბი?“ – წერს ამ სათაურით უკრაინული „ტელეგრაფი“ და სააკაშვილის პირადი ცხოვრების დეტალებზე ინფორმაციას ავრცელებს.

რა არის ცნო­ბი­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ

1993 წელს ქარ­თვე­ლი და უკ­რა­ი­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სტრას­ბურ­გში სწავ­ლი­სას, ჰო­ლან­დი­ელ სან­დრა რუ­ლოვსს შეხ­ვდა. წყვილ­მა რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა და­ი­წყო, რო­მე­ლიც ქორ­წი­ნე­ბით დას­რულ­და.

სა­ა­კაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე წი­თე­ლი ჯვრის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო და ქუ­თა­ისს ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ჯგუ­ფის ფარ­გლებ­ში სტუმ­რობ­და. სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის­თვის ის ნამ­დვი­ლი მხარ­დამ­ჭე­რი და კარ­გი მრჩე­ვე­ლი გახ­და, რადგან ის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს ეხ­მა­რე­ბო­და.

სან­დრამ ასე­ვე და­ა­არ­სა Soho Foundation, არა­სამ­თავ­რო­ბო საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც ბავ­შვებს, დევ­ნი­ლებს, მარ­ტო­ხე­ლა პენ­სი­ო­ნე­რებს და მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯა­ხებს ეხ­მა­რე­ბა.

რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შვი­ლე­ბი

სან­დრას­თან ქორ­წი­ნე­ბა­ში სა­ა­კაშ­ვილს ორი ვაჟი შე­ე­ძი­ნა: ედუ­არ­დი (და­ი­ბა­და 1995 წელს) და ნი­კო­ლო­ზი (2005 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი). რამ­დე­ნი­მე თვის წინ, სან­დრა რუ­ლოვსმა „ფე­ის­ბუქ­ზე“ ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც ჩანს, რო­გორ გა­ი­ზარ­დნენ სა­ა­კაშ­ვი­ლის შვი­ლე­ბი.

ნი­კო­ლოზ­მა სკო­ლა თბი­ლის­ში, წელს და­ამ­თავ­რა. სხვა­თა შო­რის, მისი ნათ­ლია, უკ­რა­ი­ნის ექ­სპრე­ზი­დენ­ტი ვიქ­ტორ იუშ­ჩენ­კოა.

უფ­როს­მა ვაჟ­მა ედუ­არ­დმა ნი­დერ­ლან­დე­ბის უტ­რეხ­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მიმართულებით მა­გის­ტრის ხა­რის­ხი მი­ი­ღო. გა­სულ წელს ედუ­არ­დმა ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ მას მა­მის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა აწუ­ხებ­და, მან ასე­ვე ისა­უბ­რა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ წა­ყე­ნე­ბულ ბრალ­დე­ბებ­ზე.

2021 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი რო­მან­ტი­კულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში იყო უკ­რა­ი­ნელ დე­პუ­ტატ ელი­ზა­ვე­ტა იას­კოს­თან. მა­შინ, მისმა [მიხეილ სააკაშვილის] ოფი­ცი­ა­ლურ­მა მე­უღ­ლემ სან­დრა რუ­ლოსვმა გა­ნა­ცხა­და, რომ ქმრის უკ­რა­ი­ნელ ქალ­თან რო­მა­ნის შე­სა­ხებ, არა­ფე­რი იცო­და. თუმცა, მედიაში ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წყვილი განქორწინდა, არ გავრცელებულა.

გა­სულ წელს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა წე­რი­ლი მის­წე­რა „უკ­რა­ინ­სკა­ია პრავ­დას“ მთა­ვარ რე­დაქ­ტორს სევ­გილ მუ­სა­ე­ვას, სა­დაც უკ­რა­ი­ნი­სად­მი მის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე საუბრობდა. პა­ტი­მარ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნა მისი ცხოვ­რე­ბი­სა და ბრძო­ლის ნა­წი­ლია. სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, მას უკ­რა­ი­ნა­ში ჰყავს პა­ტა­რა ქა­ლიშ­ვი­ლი ჟას­მი­ნი, რომ­ლის ნახ­ვი­სა და მო­ფე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ჯერ არ ჰქო­ნია.

სავარაუდოდ, ელიზავეტა იასკოს შეეძინა ქალიშვილი, რომელმაც 2023 წლის ივნისში განაცხადა, რომ დედა გახდა. გოგონას [ჟასმინის] ფოტოები საჯაროდ არ არსებობს.

„…რა არის ჩემ­თვის უკ­რა­ი­ნა? ეს ჩემი ცხოვ­რე­ბი­სა და ბრძო­ლის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია. ჩემი ზრდას­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი უკ­რა­ი­ნა­ში გა­ვა­ტა­რე. ახლა უკ­რა­ი­ნუ­ლად უფრო კარ­გად ვლა­პა­რა­კობ, ვიდ­რე რუ­სუ­ლად.

უკ­რა­ი­ნა ჩემი სახ­ლია კი­ევ­ში, პა­ტა­რა მი­წის ნაკ­ვე­თი მირ­გო­როდ­ში. უკ­რა­ი­ნა­ში ჩემი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლია ქა­ლა­ქი ოდე­სა. უკრა­ი­ნა ჩემი მე­გობ­რე­ბია, ახლა უკ­რა­ი­ნა ჩემი პა­ტა­რა ქა­ლიშ­ვი­ლია, უკ­რა­ი­ნე­ლი ჟას­მი­ნი, რომ­ლის ნახ­ვი­სა და მო­ფე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ჯერ არ მქო­ნია“. – წერ­და სა­ა­კაშ­ვი­ლი „უკ­რა­ინ­სკა­ია პრავ­დას“ მთავარ რედაქტორს.

ასევე 1 წლის წინ [იგულისხმება სააკაშვილის დაპატიმრებიდან], ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტს ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის სოფო ნი­ჟა­რა­ძის­გან კი­დევ ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი ელის მა­რია ჰყავს.

სოფო ნი­ჟა­რა­ძე 2010 წელს, ნორ­ვე­გი­ა­ში „ევ­რო­ვი­ზი­ის“ სიმ­ღე­რის კონ­კურ­სზე სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­ად­გენ­და.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა