თეგებით ძიება

"უმცირესობა არ არსებობს, ყველა ერთნაირები ვართ - ვის ვინ მოსწონს და ვის რა ორიენტაცია აქვს, ეს მისი უფლებაა, მაგრამ თავისთვის დაიტოვოს" - კახა კალაძე

ნუ დავ­ყოფთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას უმ­ცი­რე­სო­ბად - უმ­ცი­რე­სო­ბა არ არ­სე­ბობს, ყვე­ლა ერ­თნა­ი­რე­ბი ვართ - ვის ვინ მოს­წონს და ვის რა ორი­ენ­ტა­ცია აქვს, ეს მისი უფ­ლე­ბაა, მაგ­რამ თა­ვის­თვის და­ი­ტო­ვოს, - ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, კახა კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ამ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლას უფ­ლე­ბე­ბი და­ცუ­ლია გა­ნურ­ჩევ­ლად მათი სარ­წმუ­ნო­ე­ბი­სა და თუნ­დაც სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ი­სა.

„ძა­ლი­ან ბევ­რი რამ შე­იც­ვლე­ბა, ამე­რი­კა­ში გა­ი­მარ­ჯვა დო­ნალდ ტრამპმა, რო­მელ­საც კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვს და და­ვე­ლო­დოთ. ბევ­რი რა­ღაც შე­იც­ვლე­ბა სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა აღ­ნიშ­ნულ კა­ნონს [„ოჯა­ხუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და არას­რულ­წლო­ვან­თა დაც­ვის შე­სა­ხებ“] ჩვენ ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბით ქვე­ყა­ნა­ში ლგბტ პრო­პა­გან­დას რო­გორც მო­ზარ­დებ­ში, ასე­ვე ბავ­შვებ­ში კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია. ამ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლას უფ­ლე­ბე­ბი და­ცუ­ლია გა­ნურ­ჩევ­ლად მათი სარ­წმუ­ნო­ე­ბი­სა და თუნ­დაც სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ი­სა. არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ყვე­ლა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ და ყვე­ლას უფ­ლე­ბა და­ცუ­ლია. ვინ ვის­თან, რო­გორ და რა ფორ­მით და­დის, ეს მათი უფ­ლე­ბაა - რო­გორც უნ­დათ, ისე იყ­ვნენ, ეს არ არის ჩვე­ნი გან­სჯის სა­გა­ნი. მთა­ვა­რია, რომ თა­ვი­ან­თი პი­რა­დუ­ლი თა­ვის­თვის ჰქონ­დეთ“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

ამა­ვე თე­მა­ზე სა­უბ­რი­სას კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ „თა­ვი­სი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ყვე­ლამ თა­ვის­თვის უნდა და­ი­ტო­ვოს.“

„აქ სა­უ­ბა­რი არ არის მხო­ლოდ ბავ­შვებ­სა და პა­ტა­რებ­ზე. ზო­გა­დად, სა­უ­ბა­რია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე. ჩვენ ხომ არა­ვის ცხოვ­რე­ბის წეს­ში არ შევ­დი­ვართ და არ ვა­პი­რებთ ვინ­მეს გან­სჯას, ვის ვის­თან და რო­გორ სძი­ნავს - ეს ჩვე­ნი საქ­მე არ არის. სა­ერ­თოდ არ მა­ინ­ტე­რე­სებს არც მე და არც მთავ­რო­ბას. ყვე­ლამ თა­ვი­სი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა თა­ვის­თვის და­ი­ტო­ვოს.

ნუ დავ­ყოფთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას უმ­ცი­რე­სო­ბად. რა უმ­ცი­რე­სო­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი? უმ­ცი­რე­სო­ბა არ არ­სე­ბობს - ყვე­ლა ერ­თნა­ი­რე­ბი ვართ. გვაქვს ორი ფერი, ორი ხელი. ვის ვინ მოს­წონს და ვის რა ორი­ენ­ტა­ცია აქვს, ეს მისი უფ­ლე­ბაა, მაგ­რამ თა­ვის­თვის და­ი­ტო­ვოს“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა