თეგებით ძიება
14. 11. 2024 მსოფლიო

უკრაინის რადას დეპუტატს, ევგენი შევჩენკოს სახელმწიფო ღალატში ბრალი წაუყენეს

უკრაინის რადას დეპუტატს, ევგენი შევჩენკოს სახელმწიფო ღალატში ბრალი წაუყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია უსაფრთხოების სამსახურზე, გენერალურ პროკურატურაზე და გამოძიების სახელმწიფო ბიუროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა „უკრაინკაია პრავდა“ აღნიშნავს, რომ სამართალდამცველების განცხადებებში არ არის მითითებული ეჭვმიტანილის სახელი, თუმცა საქმის გარემოებები მიუთითებს, რომ საუბარია მოქმედ დეპუტატ შევჩენკოზე. შევჩენკომ რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, რუსეთთან მოლაპარაკებები დაიწყოს.

პროკურატურა ეჭვმიტანილისთვის წინასწარ პატიმრობას ითხოვს. გამოძიების მასალებით, „ეჭვმიტანილი სისტემატურად ეწეოდა ძირის გამომთხრელ საინფორმაციო საქმიანობას აგრესორი სახელმწიფოს ინტერესებში. დეპუტატი აკრიტიკებდა უკრაინის ხელისუფლებას, ამახინჯებდა ფაქტებს და მოვლენებს და საჯაროდ გამოდიოდა უკრაინის სახელმწიფო საზღვრის შეცვლის მოწოდებებით. დეპუტატი საკუთარ არხებით ავრცელებდა ინფორმაციას, აძლევდა ინტერვიუს პრორუს ბლოგერებს და ექსპერტებს, რომ უკრაინის ხელისუფლება ვერ მიაღწევს მშვიდობას, ვერ გაიმარჯვებს და რუსეთთან მოლაპარაკებებზე უნდა წავიდეს ნებისმიერი პირობებით. ის ასევე ავრცელებდა ინფორმაციას დასავლელი პარტნიორებისა და ევროპული ღირებულებების დისკრედიტაციის მიზნით. კერძოდ, ის ამბობდა, რომ დასავლეთი ერევა არა მხოლოდ უკრაინის შიდა საქმეებში და გამოიწვია ქვეყანაში ომი, არამედ არჩევნებზე გავლენის გზით ცდილობს, შეარყიოს სტაბილურობა საქართველოსა და მოლდოვაში“.

გამოძიებამ ასევე დაადგინა მისი კონტაქტები ბელარუსის რესპუბლიკის წარმომადგენლებთან. გამოძიების ინფორმაციით, ლუკაშენკოს პროტექციით დეპუტატ და მისი ახლობლები აქტიურ ბიზნესს აწარმოებდნენ ბელარუსის წარმომადგენლებთან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა