მაქსიმუმს გავაკეთებთ რათა ქართველი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გავახაროთ - ბუდუ ზივზივაძე
საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. საგურამოში გამართული რამდენიმე დღიანი შეკრების შემდეგ, გუნდი ბათუმში გაემგზავრა. წლის დასკვნით საშინაო მატჩს ნაკრები 16 ნოემბერს, უკრაინის წინააღმდეგ ბათუმი არენაზე გამართავს. დისკვალიფიკაციის გამო, უკრაინასთან საშინაო შეხვედრას ლაშა დვალი გამოტოვებს. ფეხბურთელი ნაკრებთან ერთად იმყოფება და ჩეხეთთან მატჩისთვის ემზადება. 19 ნოემბერს კი, ჩვენი გუნდი ოლომოუცში ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
"წლის ბოლო შეკრებაა, ორი შეხვედრა გვაქვს და ბიჭებს, ყველას გვსურს, რომ პოზიტიურად დავასრულოთ სანაკრებო წელი. წინა შეკრება არ გამოვიდა ისეთი როგორიც გვსურდა, თუმცა გავაანალიზეთ ჩვენი შეცდომები და ამ შეკრებაზე ვეცდებით რომ ჯგუფში სიტუაცია გამოვასწოროთ და დავბრუნდეთ იქ, სადაც თუნდაც სექტემბრის შეკრების შემდეგ ვიყავით. ყველანი მზად ვართ, რაც მთავარია ყველა ჯანმრთელად არის და მაქსიმუმს გავაკეთებთ რათა ქართველი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გავახაროთ,"- აცხადებს საქართველოს ეროვნული ნაკრების.