თეგებით ძიება

შემდეგი 24 საათი აქ ვართ და ვაგრძელებთ ბრძოლას დიდ გამარჯვებამდე - გიორგი ვაშაძე

"ვრჩებით აქ. შემდეგი 24 საათი აქ ვართ და ვაგრძელებთ ბრძოლას დიდ გამარჯვებამდე", - ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა და აქციის მონაწილეებს მიმართა.

"სრულად ვიზიარებთ პრეზიდენტის პოზიციას. არჩევნებს არა აქვს ლეგიტიმაცია არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ, არც ოპოზიციის მხრიდან, არც პრეზიდენტის მხრიდან და დღეს, საქართველოს აბსოლუტურად თვითმარქვია ადამიანები მართავენ. ამიტომ ჩვენი ბრძოლა იქნება ბოლომდე, რომ გაიმარჯვოთ თქვენ - ქართველმა ხალხმა და იცოდეთ, რომ ყოველთვის ყველა ნაბიჯს ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდებით", - განაცხად ვაშაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა