თეგებით ძიება

112-ის საშუალებით მოსახლეობის მრავალი შეტყობინებაა შემოსული, ხალხი ითხოვდა გზის გაწმენდას - საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე

112-ის საშუალებით მრავალი შეტყობინებაა შემოსული - ხალხი ითხოვდა გზის გაწმენდას. ეს გზა ორი დღის განმავლობაში იყო პარალიზებული. ხალხი სამსახურში ვერ მიდიოდა, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილემ, კახა ბუხრაძემ განაცხადა, რითაც განმარტა, რატომ დაიწყო პოლიციამ მშვიდობიანი მომიტინგეების დაშლა.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეების რაოდენობა საკმარისი არაა, რათა გზა გადაკეტილიყო.

„112-ის საშუალებით მრავალი შეტყობინებაა შემოსული. გადაამოწმეთ. რაოდენობას ვერ გეტყვით, მაგრამ უამრავია. ჩემი აზრით, 50-100 მაინც. ხალხი ითხოვდა გზის გაწმენდას, ორი დღის განმავლობაში იყო პარალიზებული. ხალხი სამსახურში ვერ მიდიოდა. ჩვენ ყველას უფლებებს ვიცავთ, როგორც ამ ხალხის, ასევე მოქალაქეებისაც. მივედით, ავუხსენით როგორც ჩვენ, ისე მერიის წარმომადგენლებმა, მისცეს გონივრული ვადა, რომ გაეთავისუფლებინათ აღნიშნული ტერიტორია. რა თქმა უნდა, [გზა] ხელოვნურად იყო ჩაკეტილი. გზის გადასაკეტად არასაკმარისი რაოდენობა იყო ხალხის, საკმარისი არაა იმისთვის, რომ ქალაქის პარალიზება მოახდინონ“, - განაცხადა კახა ბუხრაძემ „ტვ პირველთან“ საუბარში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა