თეგებით ძიება

აქციის დროს დაკავებულები ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს

მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს დაკავებულები ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადმინისტრაციული წესით სულ 16 პირი დააკავეს - მათგან 3 ხელწერილით უკვე გაათავისუფლეს. მათ შორისაა "მთავარი არხის" ოპერატორი სერგი ბარამიძე.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტის, ნესტან ლონდარიძის განცხადებით, ერთ-ერთ დაკავებულს პოლიციელმა სახეში გაარტყა, რისი კვალიც მას, ამ დრომდე, ეტყობა.

"ვინახულე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ ეტაპზე, დამაკმაყოფილებელია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, უშუალოდ ავტომანქანაში ჩასმის მომენტი, როდესაც ერთ-ერთმა დამკავებელმა მას უთხრა - ხომ დაგაკავეო, უცენზურო სიტყვებით, ამის შემდეგ სახეში დაარტყა ხელი, რისი კვალიც, ამ ეტაპზე, ეტყობა ალექსანდრეს. ამის შესახებ, აუცილებლად მივმართავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს", - განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა