თეგებით ძიება

„დაჯერება მიჭირს, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტების დასარბევად მოსულ პარტიის რობოკოპებს უნივერსიტეტში უმასპინძლეს“ - მარიამ გერსამია

თსუ-ს ლექტორი მარიამ გერსამია მიმათვას ავრცელებს:

"მივმართავ აკადემიურ საბჭოს! წარმოუდგენელი ზიანი მიაყენა “რუსულმა ოცნებამ” უნივერსიტეტს და ვალდებულები ხართ მოახდინოთ რეაგირება! 

აქამდე გვესმოდა, რომ უნივერსიტეტი “აპოლიტიკური” იყო. სტუდენტების ჯგუფს ამ მიზეზით არ უშვებდნენ შაბათს შენობებში. 

დაჯერება მიჭირს, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტების დასარბევად მოსულ პარტიის რობოკოპებს უნივერსიტეტში უმასპინძლეს. რა უნდოდა სპეცნაზს ჩვენს აკადემიურ სივრცეში? შეიკრიბეთ და გააკეთეთ განცხადება. 

მერე, გადაწყვიტეთ მაგ საბჭოში რჩებით თუ არა", - წერს გერსამია. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა