თეგებით ძიება

„ნუ დაელოდებით სხვების ძახილს, მიჰყევით საკუთარი სინდისის ხმას... მე პირადად ეს ხმა მელიქიშვილის გამზირისკენ მეძახის“ - დათო გორგილაძე

მწერალი და ჟურნალისტი, დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში წერს:

„ზოგი ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილ გეგმას ელის, ზოგი მოწოდებას. ამას ვერ ისმენენ, ბრაზდებიან და რჩებიან სახლში;

ვიღაც უხასიათოდაა, ვიღაცამ ცუდი სიზმარი ნახა და ფიქრობს, რომ არაფერი დაშავდება გაუსვლელობით;

ერთს დღეს სამეცადინო აქვს, მეორეს კოლოკვიუმი მოადგა კარს და გადაწყვიტა, რომ უკვე ნამეცადინები ხალხიც ეყოფა აქციას;

ჩემი აზრით კი, რაც ახლა ქვეყანაში ხდება, ჯერ ჩვენი ინდივიდუალური პასუხისმგებლობაა და მერე საერთო

ვიგრძნობთ საკუთარი თავის მიმართ პასუხისმგებლობას? — შანსი გვექნება. სათანადოდ ვერ გავიაზრებთ? — ყველაფერს ჩვენ მაგივრად გადაწყვეტენ — რა ვთქვათ, რაზე გავჩუმდეთ, რა გაგვიხარდეს და რაზე ვიტიროთ.

ნუ დაელოდებით სხვების ძახილს, მიჰყევით საკუთარი სინდისის ხმას და ასე მგონია, რომ რომ საჭირო ადგილას მიგიყვანთ.

პირადად მე მელიქიშვილის გამზირისკენ მეძახის“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა