უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
რუსეთ-უკრაინის ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. გარდაცვლილი 24 წლის ლევან ლოხიშვილია.
გავრცელებული ინფორმაციით, ლოხიშვილი ხერსონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებისას დაიღუპა. უკრაინაში მებრძოლი ქართველების ცნობით, ის აფეთქებას ემსხვერპლა. მასთან ერთად ასევე გარდაიცვალა სამი უკრაინელი მებრძოლი.