თეგებით ძიება

ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდება 25 ნოემბერს, რომელსაც უხუცესი დეპუტატი ლადო კახაძე გახსნის - პაპუაშვილი

ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს გაიმართება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტი კვალავ არღვევს კონსტიტუციას და არ ნიშნავს პარლამენტის პირველ სხდომას, ამიტომ კონსტიტუციის შესაბამისი მუხლის გათვალისწინებით პირველი სხდომა ჩაყტარდება 25 ნოემბერს.

"სალომე ზურაბიშვილი კვლავ არღვევს კონსტიტუციას და არ ნიშნავს სხდომას. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს პირველი სხდომა გაიმართება 25 ნოემბერს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან პროცედურებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცესკოში გამზადებულია არჩეულ წევრთა დროებითი მანდატები, რომლებიც არჩეულმა წევრებმა უნდა აიღონ. 11 საათიდან კი დაიწყება რეგისტრაცია ახლად არჩეული დეპუტატების.

პარლამენტის პირველ სხდომას გახსნის, უხუცესი წევრი ლადო კახაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა