ეკა ამირეჯიბი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს - „მადლობა სულ ყველაფრისთვის და მაპატიე“
ტელეწამყვან და მსახიობ ეკა ამირეჯიბს მამა გარდაეცვალა. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს.
„მამა... რა სხვანაირი გახდა თვითონ ეს სიტყვაც გუშინდლის შემდეგ. მიყვარხარ, გვიყვარხარ და ასე იქნება სულ…
“ეკუ” - ასეთი დაძახება მარტო შენ იცოდი.
მადლობა სულ ყველაფრისთვის და მაპატიე, როცა კი არ ვყოფილვარ მართალი.
მიყვარხარ" - წერს ეკა ამირეჯიბი.