თეგებით ძიება
22. 11. 2024 მსოფლიო

კაცმა თანაკლასელი დანით მოკლა - სად მოხდა შემთხვევა?

ავსტრალიის ქალაქ ორენჯში, 27 წლის მამაკაცმა, სამუელ ვუდვორდმა, ყოფილ თანაკლასელს სხეულზე დანით 28 ჭრილობა მიაყენა და შემდეგ მისი ცხედარი დასასვენებელ პარკში დამარხა. 

სამუელ ვუდვორდი, ებრაული კოლეჯის მეორე კურსის სტუდენტის, ბლეიზ ბერნშტეინის, სიძულვილის მოტივით ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით გაასამართლეს და მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

სამუელ ვუდვორდს ორენჯის ოლქის უზენაეს სასამართლოში პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა - ის სასამართლოში ავადმყოფობის გამო არ გამოცხადდა.

პოლიციამ სტუდენტის ცხედარი, მისი გაუჩინარებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, დასასვენებელ პარკში დამარხული იპოვეს. მას სახესა და კისრის არეში მრავალი ჭრილობა აღენიშნებოდა. პროკურორების განცხადებით, ვუდვორდი დაკავშირებული იყო ჰომოსექსუალთა საწინააღმდეგო, ნეონაცისტურ ექსტრემისტულ დაჯგუფება Atomwaffen Division-თან. როგორც ვუდვორდის ადვოკატმა, კენ მორისონმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს არ განუზრახავს ვინმეს მოკვლა და არც ბერნშტეინი სძულდა. მისივე მტკიცებით, სამუელ ვუდვორდს აუტიზმის სპექტრის აშლილობის გამო, დიდი ხნის განმავლობაში, რთული პირადი პრობლემები ჰქონდა. თუმცა პროკურატურის განცხადებით, ვუდვორდის ინტერნეტ-სამიზნე არაერთხელ ყოფილა ჰომოსექსუალი მამაკაცები. ასევე პოლიციამ მისი სახლის ჩხრეკისას აღმოაჩინა სისხლიანი ნიღაბი, დასაკეცი დანა სისხლიანი პირით და ჰომოსექსუალთა საწინააღმდეგო, ანტისემიტური და სიძულვილის გამომხატველი მასალები. 

მოსამართლე კიმბერლი მენინგერმა თქვა, რომ ვუდვორდი დანაშაულის ჩადენას არ ნანობს. სამთვიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, ნაფიცმა მსაჯულებმა ის დამნაშავედ ცნეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა