თეგებით ძიება

"დუმილის უფლება აქვს გამოყენებული და მხოლოდ ის განმარტა, რომ არის ავად" - ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

საგარეჯოში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი არჩილ ტუხაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს და მხოლოდ ის განმარტა გამოძიებასთან, რომ ავად არის.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ბრალი არ გადაკვალიფიცირებულა.

"დუმილის უფლება აქვს გამოყენებული და მხოლოდ ის განმარტა, რომ არის ავად. არაფერზე პასუხი არ გასცა გამოძიებას. ბრალი უნდა შეეცვალოს და იმ ახალ ბრალზე, რა თქმა უნდა, არ ვიცი რას იტყვის. მკვლელობის ბრალდება ჯერ წარდგენილი არ აქვს," - აცხადებს ადვოკატი.

საქმის პროკურორი, ვლადიმერ ბექიშვილი განმარტავს, რომ რადგან დაზარალებული კლინიკაში გარდაიცვალა, ბრალდებულს ახალი ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის წარედგინება.

"ქალბატონი 21 ნოემბერს გარდაიცვალა სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც გადიოდა მკურნალობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდება და მას წარედგინება უკვე დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ახალი ბრალი. მას ასევე, ბრალი ედება შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის. მიმდინარე გამოძიების პროცესში მოპოვებულია არაერთი მტკიცებულება - თვითმხილველი მოწმეთა ჩვენებები, ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი და სხვადასხვა ნივთიერი მტკიცებულებები," - აცხადებს საქმის პროკურორი.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ინფორმაციით, ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი დაუმძიმდება. შემთხვევა საგარეჯოში, 11 ნოემბერს მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა მეუღლეს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მუხლი, რომლის მიხედვითაც საქმეა აღძრული, გენდერის ნიშნით და განსაკუთრებული სისასტიკით დანაშაულის ჩადენას გულისხმობს. დაკავებულს უვადო პატიმრობა ემუქრება. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა