თეგებით ძიება

პოლიტიკურ პარტიებს ვთხოვ, რომ ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციურ ძალების მოუწოდებს, ერთმანეთის "ლანძღვა გააჩერონ" სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ახლა აუცილებელია ნიჰილისტური მდგომარეობიდან გამოსვლა. 

"მთავარია, რომ ჩვენ მივყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ ამ მოვლენებს, გამოვიდეთ აპათიურ-ნიჰილისტურ[...] პოლიტიკურ პარტიებს რომ დავუბრუნდეთ, ერთადერთ რამეს ვთხოვ, რომ ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" ამბობს პრეზიდენტი "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში.

მისივე თქმით, აუცილებელია პროტესტი გაგრძელდეს. 

"მე დარწმუნებული ვარ, რომ 25-ში ძალიან ბევრი ხალხი იქნება და უნდა იყოს, მაგრამ ამავე დროს, უნდა ვიცოდეთ რომ ეს არ არის გადამწყვეტი მომენტი. ის, რომ შევლენ და ერთმანეთს გაუღიმებენ, არაფერს არ წყვეტს. გადაწყვეტილი აქვთ და შევლენ. შევეგუოთ იმას, რომ შევლენ და ისინი შეეგუონ იმას რომ, რომ შევლენ, ეს არაფერს არ ნიშნავს" თქვა პრეზიდენტმა გიორგი გაბუნიასთან ინტერვიუში. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა